მომსახურება დაბეგვრის საკითხებში
თანამედროვე მსოფლიოში არსებული რეალობა საქმიან ადამიანებს კარნახობს საგადასახადო საქმის უკეთ ცოდნისა და მეტი ყურადღების მიქცევის აუცილებლობას. საკანონმდებლო და მარეგულირებელ ნორმებში პერიოდული ცვლილებები მნიშვნელოვნად ზრდის დაბეგვრასთან დაკავშირებულ რისკებს.
ჩვენს მიერ გაწეული კვალიფიციური კონსულტაციები დამკვეთს  საგადასახადო ტვირთის სწორად შეფასებისა და მათი გათვალისწინებით სამეურნეო ოპერაციების დაგეგმვის შესაძლებლობას აძლევს, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს გადასახადებთან დაკავშირებული ჯარიმების თავიდან აცილებას.
ჩვენ შეგვიძლია გაგიწიოთ შემდეგი ტიპის მომსახურება:
  • მიმდინარე და გასული პერიოდის საგადასახადო ვალდებულებების შესრულება
  • გადასახადებთან დაკავშირებული რისკის შეფასება და მართვა
  • საგადასახადო სტრატეგიის განსაზღვრა კომერციული მიზნების შესაბამისად
  • კონკრეტულ სამეურნეო ოპერაციებთან დაკავშირებული საგადასახადო ტვირთის განსაზღვრა
  • საგადასახადო კალენდრის შექმნა