ჩვენს შესახებ

“ABG GROUP” წარმოადგენს საკონსულტაციო და აუდიტორიულ კომპანიას. იგი   შეიქმნა 2009 წელს აუდიტორიულ საქმიანობაში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მონაწიელობით. დღიდან დაფუძნებისა ორგანიზაცია წარმატებით ემსახურება დაინტერესებულ პირებს საქართველოში და ასევე მზად არის მის ფარგლებს გარეთაც გააგრძელოს თავისი კლიენტების მომსახურება. აღნიშნულ წარმატებას ადასტურებს საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორთა საბჭოს მიერ შემუშავებული რეიტინგი, სადაც “ABG GROUP” მოწინავე პოზიციაზე იმყოფება დანარჩენ 19 წარმატებულ აუდიტორიულ და საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად. ორგანიზაციაში დასაქმებულია 103 თანამშრომელი, რომელთა პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია შესაძლებლობას იძლევა მაღალი დონის მომსახურეობა გავუწიოთ კლიენტებს სხვადასხვა სფეროში და მაქსიმალურად პოზიტიური წვლილი შევიტანოთ მათ წარმატებაში.

კომპანიის ძირითადი ღირებულებებია: პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხი, პასუხისმგებლობა, კონფიდენციალობა და პარტნიორული ეთიკა.

ჩვენი სერვისის მომხმარებლების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ვაჭრობის სფეროში დაკავებული სხვადასხვა კატეგორიის 2000-ზე მეტი იმპორტიორი და არაიმპორტიორი, რომლებსაც საქართველოს ბაზრის ამ სეგმენტში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ.

ჩვენ გთავაზობთ აუდიტორიულ, საბუღალტრო, საკონსულტაციო და იურიდიულ მომსახურებას, ასევე ფინანსურ მენეჯმენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

“ABG GROUP” წარმოადგენს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის კორპორატიულ წევრს.